ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება – ვენეცია დაემატა! ✈️ Wizz Air კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს, Airbus A321neo-სით ახორციელებს პირდაპირ რეისებს ვენეცია–ქუთაისი–ვენეციის მიმართულებით. პირველი რეისით ჯამში 340-მა მგზავრმა ისარგებლა. ქუთაისიდან ახლა უკვე იტალიის მესამე ქალაქში – ვენეციაში არის პირდაპირი ფრენა შესაძლებელი.
KIU
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) გაიმართა 2024 წლის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა და კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა. ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. გამოსაშვების ფარგლებში კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.